ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულს ბრალის აღიარებსა სამართალდამცველები აიძულებდნენ- განცხადებას ამის ესახებ დამევბული დავით მურმანიძის ადვოკატი აკეთებს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ პოლიცია მურმანიძეს 260-ე მუხლით დაჭერით დაემუქრა, რაც ნარკოდანაშაულს გულისხმობს და მძიმე სასჯელია.
ადვოკატი ამბობს, რომ მურმანიძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა, რის შემდეგაც ის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად ლერი სულაბერიძეს არ იცნობს, თუმცა იცნობს სულაბერიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ღლონტს, თუმცა ადვოკატის თქმით, ღლონტსა და მურმანიძეს მეგობრობა არ აკავშირებთ.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მურმანიძეს ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ და ადვოკატისთვის საქმის მასალებიც ამის შემდგ გახდება ცნობილი.
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმა 28 ივლისს, წყნეთის გზატკეცილზე მოხდა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა. სულაბერიძე არ დაშავებულა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ბიზნესმენი ირაკლი ღლონტი დააკავა. ღლონტს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა