ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე - კობახიძე ბანაკში მომხდარ თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 17 ივნისს "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ ბანაკში პარტიის წევრებზე თავდასხმას გამოეხმაურა და ოპოზიცია პოლარიზაციის გაღრმავებაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტის შეკითხვას, ხედავს თუ არა ის ხელისუფლების პასუხისმგებლობას ძალადობის წახალისებაში, კობახიძემ არ უპასუხა და თქვა, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე.

"ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე. ბუნებრივია, საჭიროა ყველა ფაქტის გამოძიება. რა თქმა უნდა, ძალადობა არასწორია, არის მიუღებელი და ამას ბუნებრივია, სჭირდება გამოძიება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა არის ასეთი საკითხების გამოძიება.

ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი, არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ, ხელოვნურად ცილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, რადიკალიზმის შემოტანას და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გადადის ძალადობაში. ეს არის ძალიან ცუდი, მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც წაახალისებს პოლარიზაციის გაღრმავებას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯაფარიძე, პარტიის წევრებთან ერთად, ბორჯომში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ ბანაკში მიდიოდა. მოგვიანებით კი, სასტუმროში, სადაც სემინარები უნდა გამართულიყო, მოძალადე ჯგუფები მიიჭრნენ და იქ შეკრებილ ახალგაზრდებს თავს ესხმოდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი