რამდენიმე გირჩელი გააძევეს, არავის არ მივცემთ თსუ-ში პოლიტიკის შეტანის საშუალებას - კობახიძე ჩხუბზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შესაძლოა 17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ჩხუბში პარტიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. კობახიძე ამბობს, რომ ყველაზე დიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია "ოცნებას" ჰყავს და რომ წევრებს უფლება აქვთ "აღვირახსნილ ქმედებებს" დაუპირისპირდნენ.

კობახიძე ამტკიცებს, რომ მისი ლექციის პარალელურად თსუ-ში მისული იყო დავით კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული 4 კაცი, პროტესტი კი ელენე ხოშტარიამ და დიმიტრი ჩიქოვანმა დააორგანიზეს. 

კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნულზე უტყუარი ინფორმაცია აქვს.

"არავითარი ფორმალური და არაფორმალური დაცვის წევრები იქ არ ყოფილან. რაც შეეხება ჩემ პირად დაცვას, სულ 2 ადამიანზეა საუბარი. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ, ესენი იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც რამდენიმე გირჩელი გააძევეს თსუ-ს მეორე კორპუსიდან. შეიძლება იყვნენ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, მე ერთი რამ ასევე მინდა გითხრათ, ზოგადად, საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია არის სწორედ "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო", ჩვენი პარტია, რომელიც აერთიანებს 42 000 წევრს. საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოებას არქმევენ საერთაშორისო გამჭვირვალობა თავისი 100 კაციანი სტაფით, ISFED და ასე შემდეგ, ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ყველაზე მსხვილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოში არის ჩვენი პარტია თავისი 42 000 წევრით, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს აქვთ უფლება დაუპირისპირდნენ იმ აღვირახსნილ ქმედებებს, რომელსაც გეგმავს "ფორმულა", კეზერაშვილი. [...] თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი, თსუ-ში უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, არავის არ მივცემთ თსუ-ში პოლიტიკის შეტანის საშუალებას, ეს პრაქტიკა ჩაბარდა წარსულს", - ამბობს კობახიძე.

17 ივნისს თსუ-ში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად ახალგაზრდები პროტესტის გამოხატვასა და ბანერების გაშლას ცდილობდნენ. პროტესტის გამო ახალგაზრდებს რამდენიმე უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მიღებული დაზიანებების გამო, ლუკა შველიძე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შველიძის პალატაში უცნობი პირი იარაღით შეიჭრა. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაცი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, დავით კახნიაშვილია. ხეჩინაშვლის კლინიკაში მომხდარზე გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი