
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.
კობახიძემ ამის მიზეზად კანდიდატების კონსულტაციის გარეშე წარდგენა დაასახელა. გარდა ამისა, მისივე თქმით, ერთ-ერთი კანდიდატი ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული.
"ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სტანდარტული პრაქტიკა შემდეგია: როცა ორი ორგანოა ჩართული თანამდებობის პირების განმწესებაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს კონსულტაციები, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა, ეს ერთი და მეორე, მე ერთ-ერთ კანდიდატზე არ მაქვს ინფორმაცია, გვარებს არც დავასახელებ მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი დაკავშირებულია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის ნაციონალური მოძრაობა - ის ლიდერებთან მეგობრობს და ა.შ.", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: