უკრაინის სამხრეთში, ოდესის რეგიონში, ქერის მომკა და2023 წლის მარცვლეულის პირველი მოსავლის აღება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინა გლობალურად მარცვლეულის მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ომის გამო წლევანდელი მოსავალი 2022 წლის 53 მილიონიდან 45 მილიონ ტონამდე შემცირდება.
გასულ კვირას უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ საგაზაფხულო თესვა 13 მილიონ ჰექტარ მიწის ფართობზე თითქმის სრულად დასრულებული იყო.
16 ივნისის მდგომარეობით, ნათესების მთლიანი ფართობი მოიცავდა: 271 000 ჰექტარ საგაზაფხულო ხორბალს; 810 000 ჰექტარ ქერს; 138 500 ჰექტარ ბარდას; 146 200 ჰექტარ შვრიას; 4 მილიონ ჰექტარ სიმინდსა და სხვა კულტურებს.