წურწურით სისხლი ჩამოგდით ხელებიდან, ტროლ-ბოტები ხართ მთლიანად თქვენ - ვოლსკი "მთავარის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკი "მთავარი არხის" კითხვამ გააღიზიანა და ჟურნალისტს უთხრა, რომ ტელეკომპანიაში დასაქმებულებს ხელებიდან სისხლი ჩამოსდით.

ჟურნალისტებმა ვოლსკის "მთავარი არხის" მიერ მოპოვებულ მიმოწერის შეფასება სთხოვეს, რომელშიც ჩანს, როგორ იყენებს მმართველი პარტია საჯარო მოხელეებს ტროლ-ბოტებად. ვოლსკიმ ბრალდებები უარყო და თქვა, რომ "ქართული ოცნება" ცუდ საქმეს არასდროს აკეთებს.

"შექმენით ტროლ-ბოტი და შეუტიეთ მთავარ არხს! რატომ ხარჯავთ რესურს ასეთ ცუდ საქმეში. ჯერ უნდა გითხრათ, რომ ცუდ საქმეს არასდროს ვაკეთებთ და მეორეც, რესურსს რატომ ხარჯავთ, კითხვის ასე შემოვლა ვინ გასწავლათ ან რომელ ფაკულტეტზე ისწავლეთ. რა ტროლ-ბოტი გჭირდებათ, ასე წურწურით სისხლი ჩამოგდით ხელებიდან. რა ტროლ-ბოტებზე მესაუბრებით, ტროლ-ბოტები ხართ მთლიანად თქვენ", - თქვა ვოლსკიმ

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი