ევროკავშირის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველო და ქვეყნის ევროპული მომავალი მსოფლიო მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. ბრიტანული გავლენიანი გამოცემა "გარდიანი" სტატიაში მკვეთ ხაზს ავლებს "ოცნების" ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს შორის, რომლის უალტერნატივო არჩევანი ევროპული ოჯახი და ღირებულებებია, რასაც ღიად უპირისპირდება ოლიგაქრიული რეჟიმი, რომელიც თანმიმდევრულად და სწრაფი ტემპით უახლოვდება პუტინის რეჟიმს და რუსულ ორბიტას.