
ლევან სამუშია "ლელოში" გაწევრიანდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. სამუშია პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.
"დარწმუნებული ვარ რომ ამ გუნდთან ერთად ჩვენ მოვიტანთ ქვეყანაში სამართალს. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამო იქნება სამართალი და ადამიანის უფლებები თავიდან ბოლომდე დაცული. ის, რომ ეკონომიკაში იქნება წინსვლა ამ გუნდის მოსვლით, ამას ჩემი შეფასებაც არ სჭირდება. დარწმუნებულ ვარ ჩვენ ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ" ამბობს ლევან სამუშია
შეგახსენებთ, რომ სამუშიამ "თავისუფალი დემოკრატები" 3 აგვისტოს დატოვა. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა და დაწერა, რომ დამატებით კომენტარს ამ თემაზე აღარ გააკეთებდა.