"კაპიკები ხალხს, მილიონები მათ ჯიბეში" - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

მთავრობამ სოციალური დახმარებები უნდა გააორმაგოს - ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და მიიჩნევს, რომ ის სოციალური დახმარება, რომელიც ხელისუფლებამ საზოგადოებას წარუდგინა, საკმარისი არ არის.

„კაპიკები ხალხს, მილიონები მათ ჯიბეში. ეს უსამართლოა, თვალებში ვუყურებ ბატონ გახარიას, გუშინ თქვა, რომ თვალებში ჩამხედეთო, დიახ, თვალებში გიყურებთ და გეუბნებით, რატომ 200 და 300 ლარი და არა 500 ლარი ხალხს, როცა 5 მილიარდი სესხი ავიღეთ საქართველომ, რომელიც ჩვენი გადასახდელია? რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს? რატომ კაპიკები უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და ასობით მილიონები თქვენს ჯიბეში? ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ ამ უმძიმესი კრიზისის დროს თქვენ კვლავ ფულის კეთებაზე ხართ გადასული. უნდა გააორმაგოთ ეს დახმარება, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა ის, რომ ცინიზმით გამოხვიდეთ, ხალხს უთხრათ, რომ კაპიკები გადმოგიგდეთ და ბედნიერები იყავით ამისგანო” - ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სოციალური დახმარებების ახალი ეტაპი გუშინ დააანონსა. რომლის მიხედვითაც, ყველა თვითდასაქმებული 300 ლარიანი დახმარებას, ხოლო 17 წლის ჩათვლით ბავშვები 200 ლარიან დახმარებებს მიიღებენ.

ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლის მოსყიდვა დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი