საქართველო ღვინის მიწოდებით რუსეთში პირველ ადგილზეა - "კომერსანტი"

გამოქვეყნდა:

რუსული "კომერსანტი" წერს, რომ 2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველო ღვინის მიწოდებით რუსეთში პირველ ადგილზეა. 

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვის მონაცემებით, ექსპორტი 63%-ით გაიზარდა და საქართველოდან რუსეთში 24,15 მლნ ლიტრი ღვინო შევიდა, რის საფუძველზეც ქვეყანამ პირველი ადგილი დაიკავა ექსპორტიორებს შორის და იტალიას გადაუსწრო. იტალიიდან ექსპორტი 32%-ით გაიზარდა და რუსეთში 23.36 მლნ ლიტრი ღვინო შევიდა. 

"კომერსანტი" წერს, რომ შედეგად,  ჯამში მთლიან მოცულობაში საქართველოს წილმა 19.1%-ს მიაღწია, იტალიისამ 18,5%-ს.

ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ლიპილინი ამბობს, რომ იმპორტმა საქართველოდან 2022 წლის ბოლოს დაიწყო ზრდა გადახდისა და ლოგისტიკის პრობლემების არარსებობის გამო. მისი თქმით, ქართული ღვინის წილის ზრდა ძირითადად დაბალ და საშუალო ფასების სეგმენტში საცალო ქსელების საკუთარი იმპორტით არის განპირობებული. АSТ-ის აღმასრულებელი დირექტორი ლეონიდ რაფაილოვი ამბობს, რომ ქსელები გადავიდნენ პირდაპირ კონტრაქტებზე მწარმოებლებთან. 

WineRetail-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტავცევი ამბობს, რომ საქართველოდან ღვინო ნულოვან იმპორტის გადასახადს ექვემდებარება. მისი თქმით, იტალიიდან მიწოდება შეიძლება შეიზღუდოს გადახდებთან დაკავშირებული სირთულეების, გაცვლითი კურსის ზრდისა და გარკვეული პროდუქტებზე უფრო მაღალი ფასების გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი