"მთავარმა არხმა" კიდევ ერთი ახალი ჩატი მოიპოვა, სადაც ჩანს შიდა მიმოწერა და ჩანს კოორდინაციის პრობლემა, რომელიც აქვთ საჯარო მოხელეებს.
ჯგუფში გაწევრიანებულია 70-მდე ადამიანი, თუმცა მხოლოდ 30 აქტიურობს, რის გამოც, დავალებების გამცემი ხელმძღვანელები უკმაყოფილოები არიან
იმავე მიმოწერაშია გაფრთხილებაც, რომ არავის ზარებს უპასუხონ, ეს გაფრთხილება საჯარო მოხელეებმა გუშინ, "მთავარ არხის" მასალის ეთერში გასვლის შემდეგ შუადღის 4-ის ნახევარზე მიიღეს, მაგრამ, ბოლომდე სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს და "მთავარი არხი" მათ "ოცნების" სახელით ისვე წარმატებით ესაუბრა.
კერძოდ, ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ალეკო სამსონაძეს თავდაპირველად "მთავარი არხის" ჟურნალისტი გუგა მაისურაძე დაუკავშირდა, "ოცნების" წარმომადგენლად გაეცნო და მისცა დირექტივა, რა უნდა ეპასუხა "მთავარის" ჟურნალისტისთვის, თუ მას დაუკავშირდებოდნენ.
ცოტა ხანში სამსონაძეს უკვე დეა მამისეიშვილი დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა, სამსონაძემ კი ზუსტად ის პასუხი გასცა, რაც უთხრეს.
ალეკო სამსონაძე ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ქართული ოცნების წევრის, დავით სამსონაძის შვილია.
იხილეთ: