დაჭრილი ლევან თოფაძე ხეჩინაშვილის კლინიკიდან გაწერეს

გამოქვეყნდა:

რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკიდან ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე გაწერეს. თოფაძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანიაა დაკავებული.

ადვოკატის, გიორგი ანთაძის თქმით, გამომძიებლებს ლევან თოფაძე ჯერ არ გამოუკითხავთ.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საკმარის საშუალებას, საფუძველს, რომ ის გამოკითხულ იქნებს მოწმის სახით. სამართლებრივად ეს შესაძლებელია წინასასამართლო სხდომამდე ბრალდების მხარე უკვე საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მივა ბრალდების საბოლოო სახით ფორმულირებამდე, შეიძლება უფრო მსუბუქი მუხლი იყოს, ან იგივე, ან პირიქით უფრო მძიმე, - თქვა გიორგი ანთაძემ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენის შვილიშვილი ლევან თოფაძე, პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ, თოფაძეების სახლში ცივი იარაღით დაჭრა. 

დაპირისპირება ბიზნესმენისა და "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის სახლში 2 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. შსს-მ ზურაბ ჟვანიას შვილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი