ხატია დეკანოიძე, დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი - "ენმ"-ს კანდიდატები რეგიონებში

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატები რეგიონებში ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა სავარაუდო ინფორმაცია ვინ სად იყრის კენჭს, უკვე ცნობილია.

  • ხატია დეკანოძე დიდი ალბათობით, თერჯოლა-ტყიბული -ზესტაფონი -ბაღდათის ოლქში დასახელდება;
  • რუსთავში - დავით კირკიტაძე, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს კამპანია და მოსახლეობას აქტიურად ხვდება;
  • გურჯაანი-სიღნაღი- დედოფლისწყარო -საგარეჯოს ოლქში სავარაუდოდ ლევან ბეჟაშვილი, ხოლო​ თელავი-ახმეტა- ყვარელი- ლაგოდეხში კენჭს გიორგი ბოტკოველი იყრის.

მაჟორიტარობის კანდიდატობის სურვილი აქვს ხატია დეკანოიძეს და ამბობს, რომ თერჯოლა-ტყიბული -ზესტაფონი -ბაღდათის ოლქში "ენმ"-ს მოგების დიდი შანსი აქვს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი მოწინააღმდეგეები ხელისუფლების კანდიდატები იქნებიან.

ცნობილია რომ ქუთაისში "ენმ"-დან კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება, ხოლო სამტრედია-ხონში დევი ჭანკოტაძე, რუსთავში - დავთ კირკიტაძე, კახეთის 2 ოლქში კი გიორგი ბოტკოველი და ლევან ბეჟაშვილი. პარტიაში ამბობენ, რომ კანდიდატების ვინაობა 20 აგვისტომდე დაზუსტდება. 

როგორც ცნობილია, ოპოზიცია რეგიონებში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე ვერ შეთანხმდა. "ევროპულმა საქართველომ" საკუთარი კანდიდატები უკვე წარადგინა. რაც შეეხება თბილისს, ოპოზიციამ დედაქალაქში საერთო კანდიდატები უკვე დიდი ხანია წარადგინა, თუმცა ისევ ღიაა საბურთალოსა და დიდუბის ოლქები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი