უკავშირდება თაღლითურ სქემას, დაკავებულია 8 პირი - თბილისში, რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, გუშინ ღამით, ერთდროულად რამდენიმე ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. მათ შორის იყო კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბარი, სადაც სპეცოპერაციას ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ატარებდა. 

არსებული ინფორმაციით, საქმე ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითური სქემით გამოძალვას ეხება. საქმეზე 8 ადამიანია დაკავებული.

"სპეციალური საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ერთ-ერთი არის აღნიშნული კლუბი. დაკავებულია 8 პირი. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება თაღლითურ სქემას. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი", - თქვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის  ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის  განყოფილების უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა.

დამატებითი დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი