ოპოზიცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის პარლამენტიდან უკან გაწვევას ითხოვს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის წევრებმა - ხატია დეკანოიძემ, თამარ კორძაიამ და თეონა აქუბარდიამ - განაცხადეს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, ეს არის ინტელექტუალური ოკუპაციის რუსული კანონი. მათი თქმით, ამით საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ქართულ ხელოვნებასა და კულტურას, არამედ ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების არიდებისთვის კიდევ ერთი შავი ხვრელია.
"ჩვენ ვუყურებთ ფრონტალურ შეტევას სახელოვნებო და კულტურულ სფეროებზე საქართველოში. ის, რაც ხდება კინოცენტრში და ის, რაც ხდება საავტორო უფლებათა სფეროში, სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების მიერ გავლენების გაზრდა და ყველა სივრცის მისი კონტროლის ქვეშ მოქცევა. მაგრამ ამჯერად ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით იქნა მიღებული და მოვითხოვთ, რომ შეჩერდეს ეს კანონპროექტი და მისი განხილვა," - განაცხადა თამარ კორძაიამ.
ასევე ნახეთ: