უხსნიან გზას რუსული ორგანიზაციის ინტერესებს - პარლამენტი მსჯელობს ცვლილებებზე, რომელიც "გერას" ფუნქციონირებას დაუშვებს

გამოქვეყნდა:

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. ახალი რეგულაციის მიხედვით, კანონი საქართველოს საავტორო ბაზარზე ახალი კომპანიის, "გერას" ფუნქციონირებას დაუშვებს, რომელსაც საქართველოს საავტორო საზოგადოება რუსეთთან მჭიდრო კავშირებში ადანაშაულებს.

თუ კანონს მიიღებენ "გერას" უფლება ექნება შეკრიბოს ჰონორარები და გადასცეს ის ავტორებს. საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა დაგეგმილ ცვლილებებს "რუსული კანონი 2" უწოდა და თქვა, რომ ის რუსული "რაოს" შვილობილია.

გიგა კობალაძე ამბობს, რომ საერთო ჯამში მილიონ 400 000 დოლარია გადმორიცხული რუსული რაოდან ქართულ კომპანია "გერაში". პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დღეს უნდა გაიმართოს.

"პირდაპირ უხსნიან გზას, უკვე 4 წელია, მიმდინარე რუსული ორგანიზაციის ინტერესებს და პირდაპირ მორგებულია ამ რუსული ორგანიზაციის ინტერესებზე ამ კანონის რამდენიმე დებულება და მთავარი დებულება რაც არის, ეს არის აკრედიტაციის კრიტერიუმები. დაწესებულია საბანკო გადარიცხვებზე სანქციები, ვერ ხერხდება საბანკო გადარიცხვები, გთხოვთ, ციტირებას შეძლებისდაგვარად გავაკეთებ, გთხოვთ, რუსი ავტორების კუთვნილი ჰონორარი ჩაურიცხოთ ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციას საქართველოში გერას, მას აქვს კანონით უფლება, რომ ეს ყველაფერი გადაახურდაოს რუბლებში და გადმოგვირიცხოს ჩვენ.

"გერამ" ყველაფერი სცადა საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, რომ როგორმე ბაზარზე ფეხი დაემკვიდრებინა და როგორმე შეერყია ის სისტემა, რომელსაც ჩვენ დღემდე ძალიან გაფაციცებით ვაშენებთ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ დაიწყო ავტორების მოსყიდვა. სამწუხაროდ, ჩვენი 2000 წევრიდან დაახლოებით 150 კაცამდე გადაიბირა, შეუსაბამოდ მაღალი ფულის გადახდით, ჰონორარის დარქმევით, რომ ვითომ ეს ჰონორარია, თუმცა არანაირი ინფორმაცია ამ ფულს არ მოჰყვება, საიდან არის ეს ფული", - განაცხადა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა კობალაძემ.

ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჩიტაშვილი ამბობს, რომ "გერა" 2019 წლიდან პირდაპირ დამაზიანებელი მოქმედებებით შემოვიდა, მათი მიზანი სფეროში გაურკვევლობის შეტანა იყო.

აღნიშნული ბრალდებები "გერამ" უარყო და პარლამენტთან, ხელოვანებთან ერთად, კონტრაქცია გამართა. ისინი დაგეგმილი ცვლილებების კანონში შეტანას ითხოვენ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი