
ატლანტის ოკეანეში დაკარგული წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ნავს ტურისტები ჩაჰყავდა 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, "ტიტანიკის" ფრაგმენტების დასათვალიერებლად.
მაშველებმა წყლის სიღრმეში დააფიქსირეს ხმები. აშშ-ის მთავრობის შიდა მემორანდუმის მიხედვით, ეკიპაჟები ყოველ 30 წუთში ერთხელ აფიქსირებდნენ დარტყმის ხმებს - და ოთხი საათის შემდეგ, დამატებითი სონარის მოწყობილობების განლაგების შემდეგ, ხმა კვლავ ისმოდა. დოკუმენტის მიხედვით, გაურკვეველია სამშაბათს როდის გაისმა ხმა, ან რამდენ ხანს გრძელდებოდა.
აშშ-ის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ხმები კანადურმა თვითმფრინავმა P-3-მა დააფიქსირა, რამაც გამოიწვია რესურსების გადატანას მათი წარმოშობის შესასწავლად, მაგრამ "ძიებამ უარყოფითი შედეგი გამოიღო".
ნავის ბორტზე 5 ადამიანი იმყოფება. გემმა კვირას, ჩაშვებიდან დაახლოებით 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაკარგა კონტაქტი. არსებული ინფორმაციით, გემზე იმყოფება პოლ-ჰენრი ნარგეოლე, ფრანგი მყვინთავი, რომელსაც აქვს ათწლეულების გამოცდილება ტიტანიკის შესწავლაში, ასევე, ბრიტანელი მილიარდერი მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი, შაჰაზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი სტოკტონ რაში.
ცნობილია, რომ ჟანგბადის მარაგიდან გამომდინარე გემს შეეძლო 70-დან 96 საათამდე ყოფილიყო წყალქვეშ.