შეძრწუნებულები ვართ, რომ ნიკა გვარამიას საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია - პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპის ცენტრი

გამოქვეყნდა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპის ცენტრი გამოეხმაურა. 

როგორც ორგანიზაცია წერს, სიტუაცია კრიტიკულია, რადგან ყველა შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი საშუალება ამოიწურა.

"შეძრწუნებულები ვართ ინფორმაციით, რომ ნიკა გვარამიას საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია. ეს არის კრიტიკული სიტუაცია, რადგან ყველა შიდა სამართლებრივი საშუალება ამოიწურა. ჩვენ ნიკას გვერდით ვდგავართ და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ" - წერს პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპის ცენტრი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი