"დაკითხვაზე ვართ?" - ბრეგაძე ვერ პასუხობს კითხვას, რამდენი რეკომენდაცია შეასრულა ხელისუფლებამ

გამოქვეყნდა:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტის შესრულება წარმატებით სრულდება. 

ამ მტკიცების მიუხედავად, მინისტრი ვერ პასუხობს შეკითხვას, რამდენი პუნქტი აქვს შესრულებული საქართველოს ხელისუფლებას.

"დაკითხვაზე ვართ? ამაზე რომ მობრძანდებით, გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას," - ამბობს ბრეგაძე "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად. 

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიერ რეკომენდაციების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 21-22 ივნისს წარადგენს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი