"ჩვენ თავის დროზე რაღაცნაირად თვალი დავხუჭეთ, აბსოლუტურად უკანონო ქმედებაზე, რომელიც უკავშირდებოდა ზეწოლას მოსამართლე ჩხიკვაძეზე. ესეც იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა. ნუ, ალბათ, არ უნდა დაგვეხუჭა ასე თვალი. იმიტომ, რომ გაგრძელება მოყვა ამას და კიდევ ერთხელ ვხედავთ სასამართლოში ჩარევის აბსოლუტურად გაუგონარ მცდელობას. არ არის სწორი ასეთი განცხადებების გაკეთება. მე იმედი, მაქვს, რომ შემდეგი ელჩის პირობებში ასეთი განცხადებები აღარ გაკეთდება. დაუშვებელია და მიუღებელია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ესოდენ უხეში ჩარევა."
განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, და ამით აშშ-ის საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმეზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.