"საერთოდ ამ ფორმატს, ქალი დეპუტატების ბრიფინგებს ვერ ვხვდები საერთოდ. ანუ, არიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ქალობით არიან გაერთიანებული თუ გენდერით გაერთიანებული, ვერ ვხვდები... როდესაც არგუმენტი არა აქვთ და ეს ვნახეთ წინა კანონზე, ნუ, რუსულის ძახილი ყველაფერზე არასერიოზულია. ამაში ჩართული იყო USAID-ის ამერიკული მთავრობის პროგრამა, რომელმაც უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით შეისწავლა არსებული სისტემა... თუ ეს ქალი დეპუტატები ამბობენ, რომ ამერიკული სამთავრობო ორგანიზაცია რუსულ ინტერესებს ატარებს, ანუ გამოდის, რომ USAID ატარებს რუსულ ინტერესებს."
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, და ამით ქალი დეპუტატების მიერ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლებიც საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის უკან გაწვევას ითხოვენ.