სამაშველო ოპერაციის მეოთხე დღე - წყალქვეშა ნავზე მყოფებს ჟანგბადი უმთავრდებათ

გამოქვეყნდა:

ატლანტის ოკეანეში დაკარგული წყალქვეშა ნავის ძებნა უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს.

როგორც CNN წერს, დაკარგული წყალქვეშა ნავის ბორტზე, რომელზეც ხუთი ადამიანი იმყოფება, ჟანგბადის რაოდენობა იწურება და სამაშველო ოპერაცია ახლა კრიტიკულ ეტაპზეა.

CNN-ის ცნობით, წყალქვეშა ნავს, რომლითაც ადამიანები ტიტანიკს ათვალიერებენ, ჯამში 96 საათის განმავლობაში სამყოფი ჰაერი ჰქონდა, ძებნა კი უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ მაშველებს სულ რამდენიმე საათი დარჩათ დაკარგული ადამიანების საპოვნელად. 

შეგახსენებთ, რომ წყალქვეშა ნავი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, 18 ივნისს ჩაიძირა. გემმა ჩაშვებიდან დაახლოებით 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაკარგა კონტაქტი. არსებული ინფორმაციით, გემზე იმყოფება პოლ-ჰენრი ნარგეოლე, ფრანგი მყვინთავი, რომელსაც აქვს ათწლეულების გამოცდილება ტიტანიკის შესწავლაში, ასევე, ბრიტანელი მილიარდერი მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი, შაჰაზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი სტოკტონ რაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი