ავსტრიის Raiffeisen ბანკი რუსეთში, საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანაში ევროს გადარიცხვებს აჩერებს

გამოქვეყნდა:

ავსტრიულმა საბანკო ჯგუფმა Raiffeisen-ი რუსეთსა და რუს ტურისტებს შორის პოპულარულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ევროს გადარიცხვებს აჩერებს. ამის შესახებ 21 ივნისს გახდა ცნობილი.
 
3 ივლისიდან ბანკის შვილობილი კომპანია რუსეთში დაბლოკავს ევროში დენომინირებულ საბანკო გადარიცხვებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნაწილში, მათ შორის საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, სომხეთში, ბელსრუსსა და მოლდოვაში. გადარიცხვები ასევე დაიბლოკება არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და იორდანიაში.

Raiffeisen Russia-მ განაცხადა, რომ ცვლილება "საკორესპოდენტო ბანკების მიერ დაწესებული შეზღუდვებით" არის განპირობებული.

Raiffeisen ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი დასავლური ბანკია, რომელიც რუსეთში ოპერირებას დღემდე აგრძელებდა.

კრემლი საერთაშორისო სანქციების გამო სულ უფრო იზოლირებულია საერთაშორისო საფინანსო სისტემაში.

გასულ კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დასავლურ საფინანსო ინსტიტუტებს რუსეთის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი