გახდება თუ არა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - საბჭოს სხდომა დღეს უნდა გაიმართოს

გამოქვეყნდა:

დღეს ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრების სხდომა გაიმართება.  ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს ერთ-ერთი წევრის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე არჩევა. "ქართულმა ოცნებამ" ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, დაძლია პრეზიდენტის ვეტო. ამ ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს ემატება მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას შეასრულებს.

სახელდება ის კანდიდატიც, რომელსაც "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ბანკის ვიცე-პრეზიდენტად გადაიყვანს. საუბარია ეკონომიკის ყოფილ მინისტრ, ნათია თურნავაზე, რომელიც საბჭოში მინისტრთა კაბინეტიდან წასვლის შემდეგ მოხვდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ეტაპობრივად "ნერგავდა" ბანკის საბჭოში ბიძინა ივანიშვილის "კლანის წევრებს". ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ნათია თურნავას არჩევის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იმ ნაწილობრივ დამოუკიდებლობასაც დაკარგავს, რაც დღემდე ჰქონდა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად წარდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერენ. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შეიმჩნევა გარკვეული კავშირები "ნაცმოძრაობასთან", რაც მიუღებელია, რადგან ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი უწყება უნდა იყოს.

ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა 5 საათზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი