Red Wings საქართველოში ფრენების დაწყებას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არ არსებობის გამო ვერ ახერხებს - რუსული მედია

გამოქვეყნდა:

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოში ფრენების დაწყებას რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების არ არსებობის გამო ვერ ახერხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა Izvestia კომპანიის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, Red Wings ამ დრომდე არ მიუღია უფლება საქართველოში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ ველოდებით რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჩვენთან ყველაფერი კოორდინირებულია, ჩვენ ვართ რუსეთის მხრიდან რეგულარულ ფრენებზე დანიშნული და ქართული მხარეც დათანხმდა ჩვენს ჩარტერულ რეისებს. ჩვენთვის საზიანოა, როცა ფრენები არ მიმდინარეობს, სეზონი დაწყებულია", - ამბობს წყარო გამოცემასთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ Red Wings-მა საქართველოში ფრენების უფლება პირველ ივნისს მიიღო. რუსულ ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები 15 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა რეისები რამდენჯერმე გადაიდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი