შეწყდეს უსაფუძვლო გათავისუფლებები - ამ მოთხოვნით კულტურის სამინისტროში კინოცენტრის მოქმედმა და ყოფილმა თანამშრომლებმა წერილი შეიტანეს. ისინი კინოცენტრის თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების შეწყვეტას ითხოვენ. ხელოვანებმა წულუკიანის უწყებასთან საპროტესტო აქციაც გამართეს:
''ჩვენ მივმართავთ მინისტრს წერილით და ვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი და დაინიშნოს არჩევნები ღია წესით, არაერთპიროვნულად. რეპრესიულ პოლიტიკას რაც შეეხება, კი ნამდვილად, სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ არიან გათავისუფლებულები კინოცენტრის თანამშრომლები.'' - ამბობს აქციის მონაწილე.
ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დღეს გამოაქვეყნა კვლევა, რომლითაც დგინდება რომ თეა წულუკიანმა 2021-2022 წლებში, მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კულტურის სფეროდან 70 ადამიანი გაათავისუფლა. ყველა შემთხვევაში გათავისუფლების მიზეზი მათი პოლიტიკური შეხედულებები და სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებები იყო.