
პრორუსული ჯგუფის "საქართველო უპირველეს ყოვლისას" წევრი ხატია ჯანაშია ათონელის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას აანონსებს.
როგორც ჯანაშია წერს, "ქართველი ხალხი" არ აპირებს არსებული რეალობის მიღებას და "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს".
მისივე ცნობით, აქცია რეზიდნეციასთან 19:00 საათზე გაიმართება.
"დღეს 19:00 საათზე
ათონელზე რეზიდენციასთან
იმაზე, რაც ახლა ხდება
იმაზე საითკენაც ეს პროცესები მიდის
გადასახდელია პოლიტიკური ფასი
“ქართული ოცნების” გადასახდელი
ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართველი ხალხი არ ვაპირებთ იმ რეალობის მიღებას, საითკენაც უნიათო “ქართული ოცნება” და მისი დასმული, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აგენტი “პრეზიდენტი” მიგვაქანებს", - წერს პროპაგანდისტული გუნდის ერთ-ერთი წევრი.
შეგახსენებთ, რომ ხატია ჯანაშია ერთ-ერთი იყო იმ აქტივისტებს შორის, რომლებმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გუშინ, 22 ივნისს, ევროკავშირის დროშა დაწვეს მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.