რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, "პუტინი საქმის კურსშია პრიგოჟინის გარშემო არსებულ ვითარებაზე და ყველა საჭირო ზომა მიღებულია".
შეგახსენებთ, რომ პრიგოჟინი რუსულ არმიას "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა. პრიგოჟინის ბრალდებას რუსეთის თავდაცვის უარყოფს და ამტკიცებს, რომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები "რეალობას არ შეესაბამება".