ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 40 წლის არქიმანდრიტი ნერსე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს და წერს, რომ სასულიერო პირს 1 500-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალის წარდგენისა და სხდომის გამართვის შესახებ მედიისთვის ცნობილი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, ან გადაგზავნას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი