საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს.
"ყურადღებით ვადევნებ თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. შესაძლო მიგრაციის ახალი ტალღების გათვალისწინებით ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი ითხოვს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას და დროებით საზღვრის ჩაკეტვას. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მოწოდებას სისულელე უწოდა.