ირანმა რუსეთში მიმდინარე მოვლენებს "რუსეთის შიდა საქმე უწოდა"

გამოქვეყნდა:

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნასერ ქანაანმა განაცხადა, რომ რუსეთში მიმდინარე მოვლენები  ქვეყნის შიდა საქმეა.

"შსს-ს წარმომადგენელმა ნასერ ქანაანმა რუსეთში მომხდარ ინციდენტს ამ ქვეყნის შიდა საქმე უწოდა და თქვა, რომ ირანი  რუსეთში კანონის უზენაესობას მხარს უჭერს"  - წერს  რუსული მედია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით

მიმდინარე მოვლენებს რუსეთის შიდა საქმე უწოდა ცოტა ხნის წინ,  ყაზახეთის პრეზიდენტმა, რომელსაც პუტინი ტელეფონით ესაუბრა

პუტინს  სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტთანაც. ერდოღანმა პუტინს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

მანამდე პუტინი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ესაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი