"ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების ფონზე, ვლადიმირ პუტინი ბელორუსის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ კრელის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა. პესკოვის თქმით, პუტინი კოლეგებს სიტუაციის შესახებ ესაუბრა.
"ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა", - ნათქვამია ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
მათი თქმით, კონსტიტუციური წესრიგისა და კანონის უზენაესობის დამყარება წესრიგის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა და დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენი. მოგვიანებით, "ვაგნერმა" განაცხადა, რომ სამხედრო ობიექტებს ვორონეჟშიც აკონტროლებენ.