გავრცელებული ცნობებით, პრიგოჟინის დაჯგუფების კოლონები უკვე მოსკოვის ოლქშია

გამოქვეყნდა:

ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ვაგნერის" კოლონები უკვე მოსკოვის ოლქშია,საიდანაც დედაქალაქამდე 2 საათის სავალი გზა რჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინის დაჯგუფება რეგიონში დაახლოებით ნახევარი საათის წინ შევიდა. ვრცელდება ფოტოც. 

მოსკოვის მისადგომებთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. რუსული ძალები გზადაგზა თხრილებს აკეთებენ, იმისათვის რომ აჯანყებულებს მოსკოვისკენ გადაადგილებაზე პრობლემები შეუქმნან.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი დატოვა პუტინმა, რასაც არ ადასტურებს პესკოვი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი