გავრცელებული ცნობებით, ბიზნეს და პოლიტიკური ელიტა მოსკოვს ტოვებს - პესკოვი უარყოფს

გამოქვეყნდა:

რუსული პროპაგანდისტული მეტია ТАСС წერს, რომ  რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ პუტინმა მოსკოვი დატოვა და პეტერბურგში გაფრინდა - "პესკოვმა უარყო თითქოს პუტინი პეტერბურგში ჩაფრინდა" - წერს ТАСС

ამ დროისათვის პუტინის ბორტის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ქალაქ ტვერის თავზე, პუტინის თვითმფრინავმა ჯიპიესი გამორთო და ის საერთაშორისო ფრენის მონიტორინგიდან გაუჩინარდა.

გარდა ამისა,  ТАСС  წერს, რომ  ვიცე-პრემიერ დენის მანტუროვს ქვეყანა არა დაუტოვებია, სამუშაო ადგილზეა და მთავრობის წევრებთან შეხვედრებს მართავს.

გავრცელებული ინფორმაციითვე, მოსკოვი დატოვა და პეტერბურგში გაფრინდა პრემიერი მიშუსტინიც.

გარდა ამისა, სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე ვრცელდება რადარების მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მოსკოვს ტოვებენ რუსი ბიზნესმენები. 


იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი