არ დავუშვებთ, რომ ბირთვული იარაღი აღმოჩნდეს ბანდიტების ხელში - მედვედევი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ არ დავუშვებთ რომ ბირთვული იარაღი აღმოჩნდეს ბანდიტების ხელში" - აცხადებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთში მიმდინარე სამხედრო ამბოხთან დაკავშირებით.

მიმდინარე შეიარაღებულ აჯანყებას მან კარგად "გააზრებული და დაგეგმილი ოპერაცია" უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პარტიზანული ორგანიზაცია АТЕШ-მა გაავრცელა ცნობა, რომ "ვაგნერი" ვორონეჟის ბირთვული საწყობის ხელში ჩასაგდებად ემზადება
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი