
რუსეთში მიმდინარე სამხედრო ამბოხის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივი მოწვევის აუცილებლობასა და შესაძლო საფრთხეების განხილვის აუცილებლობაზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საბჭომ ამ ვითარებაში უნდა განიხილოს ის რეაქციები, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშია:
"უსაფრთხოების საბჭომ უნდა განიხილოს არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს ეს მოვლენები გამოიყენონ იმისათვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ გააღვივონ უსაფუძვლო შიშები. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება- საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და გავიმეოროთ. აუცილებელია ჩვენ პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია" ამბობს პრეზიდენტი.
იხილეთ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებები: