მოსკოვის ოლქში ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის რეგიონში მომავალი კვირის განმავლობაში ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა, - შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მოწოდება, რომ მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან უნდა შეიკავონ თავი. 

მისივე ცნობით, მოსკოვში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა" და "რისკების შესამცირებლად" ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოცხადდა.

ამის პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ "ვაგნერის" დაჯგუფების კოლონები უკვე მოსკოვის ოლქში იმყოფებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი