ევგენი პრიგოჟინმა როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დატოვა - ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ "ვაგნერის" ხელმძღვანელი ტერიტორიას მანქანით ტოვებს, ადგილზე შეკრებილები კი მას ტაშითა და ოვაციებით აცილებენ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეოკადრები, როგორ ემზადებიან "ვაგნერელები" შტაბის დასატოვებლად.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო და ის ბელარუსში გადავა.