2008 წლის ომში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს - ამბობს მერი კალაძე, რომელმაც ეს განცხადება მუხათგვერდის სასაფლაოზე გააკეთა, სადაც ცოტა ხნით ადრე ომში დაღუპული გმირების საფლავებს პატივი მიაგო.
კალაძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ "ვერ მოახერხა, ეს დიდი უბედურება აერიდებინა ქვეყნისთვის".
შეგახსენებთ, რომ იგივე შინაარსის განცხადება გუშინ, 7 აგვისტოს, ომის დაწყებიდან 12 წლისთავზე პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძე ამბობს, რომ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, სააკაშვილი და პუტინი