რუსული მედიის ინფორმაციით, "ვაგნერის" დაჯგუფება ვორონეჟის ოლქის ტერიტორიას ტოვებს. როგორც ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე გუსევი ამბობს, "სიტუაციის საბოლოო მოგვარების შემდეგ" ქალაქში ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ზარალის აღმოფხვრისა და ანაზღაურებისთვის კი ზომებს მიიღებენ.
"ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე "ვაგნერის" ქვედანაყოფების გადაადგილება მთავრდება. ის გადის ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე," - წერს გესევი Telegram-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ, 24 ივნისს, "ვაგნერის" დაჯგუფებამ სამხედრო ამბოხი წამოიწყო და აცხადებდა, რომ დონის როსტოვთან ერთად, აკონტროლებდა ქალაქ ვორონეჟსაც. მოგვიანებით კი, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ,დაჯგუფების მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "რუსების სისხლს არ დაღვრის" და მოსკოვისკენ წინსვლა შეაჩერა.