კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" აცხადებს, რომ აკონტროლებენ რუსულ სამხედრო ობიექტებს ქალაქ ვორონეჟში. 

"ვორონეჟში სამხედრო ობიექტები გადაყვანილია ვაგნერის PMC-ის კონტროლის ქვეშ. ჯარი გადადის ხალხის მხარეს", - ნათქვამია "ვაგნერის" ტელეგრამის არხის მოკლე განცხადებაში.

მანამდე ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ "სამხედრო ტექნიკის კოლონა მოძრაობს M-4 Don ფედერალური გზატკეცილის გასწვრივ". M-4 არის გზატკეცილი, რომელიც აკავშირებს ვორონეჟსა და დონის როსტოვს.

ვორონეჟი მდებარეობს როსტოვის რეგიონის ჩრდილოეთით. პირველად "ვაგნერი" როსტოვში შევიდა. პრიგოჟინმა თქვა, რომ  აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი