
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ფრონტის ხაზიდან კიევში გადაასვენეს, რამდენიმე დღეში კი სამშობლოში გადმოასვენებენ.
მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, ბახმუტთან ახლოს, საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლნენ.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების დღიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიას 47 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი