ვინც როგორი სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს, პარტნიორებთან ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ვინც როგორი სპეკულირებაც არ უნდა გააგრძელოს, საქართველოს და მისი სტრატიეგული პარტნიორების ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ამ თემაზე კომენტარი მან ჟურნალისტებთან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ვიზიტის შემდეგ გააკეთა. 

გუშინ, 7 აგვისტოს, ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა თქვა, რომ საქართველოსთვის დრო დადგა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.

მიუხედავად ამ ვახანალიისა, ამ დღეს, ტრაგიკულ დღეს, რაც ეხლა აქ ხდება, მიუხედავად ამ ყველაფრისა ბრალდებისა, სპეკულირებისა, ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა, კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან, პერსონალური კონკრეტული ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე, ეს არის, რა თქმა უნდა ნატო, აშშ, ევროკავშირი. აქ, ამ მიმართულებით ვინც რანაირი სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს, საქართველოს და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი არ ემუქრება, - თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, სწორედ ამის შედეგია კონგრესმენის მსგავსი განცხადებაც, რადგან პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველო სრულად მზადაა NATO-ს წევრობისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი