ხელისუფლებაში ყოფნისას ძმათა სასაფლაოზე ისინიც 8 აგვისტოს გადიოდნენ - კალაძე ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულების პატივის მისაგებად თავადაც 8 აგვისტოს გამოდიდოა. ასე უპასუხა კალაძემ ოპოზიციის კრიტიკას, რომ ომის დაწყების დღეს, 7 აგვისტოს, ხელისუფლების წარმომადგენლები ძმათა სასაფლაოზე არ მივიდნენ.

ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, ყოველთვის 8 აგვისტოს გამოდიოდნენ ისინი, მაშინ როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, შესაბამისად, ჩვენც 8 აგვისტოს გამოვედით ძმათა სასაფლაოზე, - თქვა კახი კალაძემ. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის სასაფლაზოე აგვისტოს ომში გარდაცვლილებს პატიცი ცოტა ხნის წინ მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი