"რატომ?! რა მოხდა გუშინწინ ასეთი" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტის კითხვას, რომ ოპოზიციის ნაწილმა რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო საზღვრების ჩაკეტვა მოითხოვა.
"[კონკრეტული მოთხოვნაა ოპონენტების მხრიდან, რომ საერთოდ საზღვრები ჩაიკეტოს] რატომ?! რა მოხდა გუშინწინ ასეთი. კიდევ კარგი არ ვიქცევით ისე, როგორც ისინი საუბრობენ, თორემ ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის, სად ვიქნებოდით რომ დაგვეჯერებინა ყველაფერი. უსაფრთხოების საბჭოს მოიწვევენ მაშინ, როცა ეს საჭირო იქნება და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უწყებები მუშაობენ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას სჭირდება. ბრიფინგიდან ერთ საათში ყველაფერი დასრულდა", - ამბობს ბოჭორიშვილი.
ცნობისთვის, რუსეთში ევგენი პრიგოჟინის "აჯანყების" გამო ოპოზიციის ნაწილმა უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა და საზღვრების ჩაკეტვა მოითხოვა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ასევე განაცხადა, რომ შესაძლო მიგრაციის ახალი ტალღების გათვალისწინებით ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს.