დაეკისროს ღარიბაშვილსა და კობახიძეს მორალური ზიანის ანაზღაურება - გრიგორიადისის ადვოკატმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გამოქვეყნდა:

"​ადამიანის უფლებათა ცენტრის" ცნობით, დღეს მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. 

მოსარჩელე მოითხოვს, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების გამო, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისროს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს მოსარჩელე ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს, რომელიც სამოქალაქო სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვს, მის შესახებ საჯაროდ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების გავრცელების გამო, დაეკისროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე, ასევე, მოითხოვს პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ," - ნათქვამია HRC-ის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის აქტივისტის წინააღმდეგ "ოცნება" დისკრედიტაციულ განცხადებებს აკეთებს: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი