ვერ მოიყვანთ ვერცერთ ფაქტს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება გამჭვირვალედ იქცევა და საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყენებენ. მისი მტკიცებით, ასეთი ფაქტები არ არსებობს. 

"ის, რომ ინტერესდებიან, ეს კარგია, ცუდი არაფერი არ არის ამაში. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვიქცევით და თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ ფაქტს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა. არ არსებობს ასეთი ფაქტი და ამაზე განცხადებებიც არაერთი მოგვისმენია ჩვენი მეგობრების მხრიდან...

ძალიან დიდი ბოდიში ახლა, მე ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ვიცით მეგობრობაც. ვიცით პარტნიორობაც. ყველას ვაფასებთ, მაგრამ ეჭვების დონეზე, ვიღაცას რაღაცა ეჭვი აქვს, ამაზე ხომ არ უნდა შემოვიფარგლოთ...თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, წარმოადგინონ და ერთად ვებრძოლოთ ამ პრობლემას. ესეც არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს," - თქვა კალაძემ. 

ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, დევიდ ო’სალივანი თბილისს ორდღიანი ვიზიტით დღეს ეწვევა. ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი