მთავრობამ უსაფრთხოდ გამოცხადებული ლიეტუვადან და ესტონეთიდან ფრენები დაბლოკა - კანდელაკი

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობამ ლიეტუვადან და ესტონეთიდან, რომლებიც უსაფრთხო ქვეყნებადაა გამოცხადებული ფრენები დაბლოკა. ამ თემაზე სტატუსი მან საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

დაუჯერებელი ამბავი: მთავრობამ ლიტვიდან და ესტოეთიდან, ანუ მის მიერვე უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან, დაბლოკა საქართველოში ფულის დახარჯვის სურვილით აღვსილი ტურისტებით სავსე 16 ჩარტერი აგვისტოსა და სექტემბერში. უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტების დაბლოკვა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ კარანტინთან ერთად, არის არამეცნიერული, მავნებლური და უბრალოდ საბოტაჟი, - წერს გიორგი კანდელაკი.

მისივე ინფორმაციით, ლიეტუვადან რეისები ავიაკომპანია Get Jet-ს უნდა განეხორციელებინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ საზღვრები ევროკავშირის ხუთ ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს უპირობოდ 8 ივლისს გაუხსნარაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებს, ქვეყანაში მოგზაურობა დაუბრკოლებლად შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ამავე ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, უკან დაბრუნების შემთხვევაში,
ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ცის გახსნა არაერთხელ გადადო. თავდაპირველი ინფორმაციით, ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი