რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს ხვდება.
როგორც პესკოვმა რუსული სამთავრობო მედიას განუცხადა, შეხვედრაში მონაწილეობენ გენერალური პროკურორი კრასნოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი კოლოკოლცევი, თავდაცვის მინისტრი შოიგუ, ФСБ-ის დირექტორი ბორტნიკოვი, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი ზოლოტოვი, ФСО დირექტორი კოჩნევი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ბასტრიკინი და კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვაინო.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა რუს ხალხს სიტყვი მიმართა სადაც თქვა, რომ "ნებისმიერი შანტაჟი და არეულობა განწირულია მარცხისთვის". გარდა ამისა, პუტინმა პრიგოჟინის მებრძოლებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება, სახლში დაბრუნება ან ბელარუსში წასვლა შესთავაზა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ლუკაშენკოს "აჯანყების დარეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის".
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის პოზიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და შეიარაღებული ამბოხი წამოიწყო. 24 ივნისს ვაგნერელებმა დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავეს. FSB-მ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებისთვის აღძრა.ვლადიმერ პუტინმა დაჯუფების მოქმედებებს ღალატი უწოდა და პრიგოჟინს დასჯით დაემუქრა.
24 ივნისის საღამოს ვაგნერელებმა ვორონეჟშიც დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები და მოსკოვის მისადგომებთან მივიდნენ. თუმცა, ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სისხლის სამართლის საქმეს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ და არ დასჯიდა აჯანყების მონაწილეებს. პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტია მიიღო, თუმცა შეთანხმების მიხედვით, ის ბელარუსში უნდა გამზავრებულიყო.