სასამართლოში ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებული მურვანიძის პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული დავით მურვანიძის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. საგამოძიებო უწყება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ მურვანიძე საქმეში არ მონაწილეობდა.

ბრალი წარედგინა დავით მურვანიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, გუშინ გადმოგვეცა საქმე, გავეცანი სრულად, დაახლოებით 400 გვერდია, მურვანიძეზე არის ზუსტად 4 ფურცელი და გამომძიებლის მოსაზრება, რომ მურვანიძემ თითქოს იცოდა და დაინახა, რომ მოხდა დანაშაული, - თქვა მურვანიძის ადვოკატმა.

ადვოკატი ადასტურებს, რომ მურვანიძე იცნობს და შეხება აქვს საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირთან, ირაკლი ღლონტთან, რომელსაც გამოძიება მკვლელობის მცდელობას ედევება.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს წყნეთის გზატკეცილზე, კაკლების დასახლებასთან ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. სულაბერიძეს ინციდენტის დროს დაზიანება არ მიუღია. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ თავდასხმის განხორციელების ბრალდებით ირაკლი ღლონტი დააკავა და მას ამჟამად წინასაწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. მას პროკურატურა ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას ედავება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი